ბოატენგი და ნავასი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ

15:08, 22.08.2020

კეილორ ნავასი და ჟერომ ბოატენგი ტრავმებისგან განიკურნენ. ორივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, – იუწყება Bild.

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ტრავმა „ატალანტასთან“ გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც „ლაიპციგთან“ თამაში გამოტოვა.

„ბაიერნის“ ფეხბურთელს, ბოატენგს კუნთების დაჭიმულობა ჰქონდა და „ლიონთან“ ჩატარებულ მატჩში მისი შეცვლის მიზეზიც სწორედ ეს იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი