ნატო-ში აშშ-ის ელჩი - რუსეთის ტაქტიკის ნაწილია, დააზიანოს საქართვლოს ის რეფორმები, რომლესაც საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად ატარებს
რუსეთის ტაქტიკის ნაწილია, დააზიანოს საქართვლოს თავისუფლების შანსები ან ის რეფორმები, რომლესაც საქართველო ატარებს ნატო-ში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეი ბი ჰაჩინსონმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, რუსეთმა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც ახლა უკანონოდ აქვს დაკავებული და მისცეს საქართველოს საშუალება იყოს ერთიანი და თავისუფალი ქვეყანა. რუსეთი ცდილობს, არ მის ეს საშუალება საქართველოს ჰქონდეს მას ის თავისუფლება, რომლსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ეს რა თქმა უნდა რუსეთის ტაქტიკის ნაწილია, დააზიანოს საქართვლოს თავისუფლების შანსები ან ის რეფორმები რომლესაც საქართველო ატარებს ნატო-ში გასაწევრიანებლად. რუსეთს არ მოსწონს ნატო და ის ახალ წევრებს გაწევრიანების საშუალებას არ აძლევს“,- განაცხადა ქეი ბი ჰაჩინსონმა.