ნატო საქართველოს ივლისის სამიტზე ეპატიჟება
ნატო საქართველოს ივლისის სამიტზე ეპატიჟება

ნატო საქართველოს ივლისის სამიტზე ეპატიჟება, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ივლისში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტის დეტალურ გეგმაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს დავპატიჟებთ ნატო-ს სამიტზე. შედგება მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნებთან შეხვედრა და მიპატიჟებას საქართველო მიიღებს. სხვა რა ფორმატებით შედგება შეხვედრა პარტნიორ საქართველოსთან ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.