ნატო-ს წვრთნების დროს GPS-ის მუშაობის შეფერხების გამო, რუსეთის ელჩი ფინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს წვრთნების დროს GPS-ის სისტემების მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი პაველ კუზნეცოვი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle ავრცელებს.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა GPS-ის მუშაობის შეფერხებისა და სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხის შექმნის გამო.
ფინეთის საგარეო უწყება რუსეთის ხელისუფლებისგან მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ელოდება.
მანამდე, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი ნატო-ს სამხედრო წვრთნების, Trident Juncture-ის დროს GPS-ის მუშაობაში ჩარევაში დაადანაშაულა. ფინეთის ხელისუფლებამ შესაბამისი ინფორმაცია ნორვეგიისგან მიიღო.