ნატო-ს ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციაში.
„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის შესახებ ფოტო-ვიდეომასალა ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელდება, რადგან შეხვედრაზე მედია დაშვებული არ არის.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმებული იყო.