ნატო-ს ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება
ნატო-ს ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციაში.

„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის შესახებ ფოტო-ვიდეომასალა ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელდება,  რადგან შეხვედრაზე მედია დაშვებული არ არის.

ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმებული იყო.