ნატო კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი უკრაინაში რჩება
ნატო კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი უკრაინაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფისის თანამშრომლები იუწყებიან, დროებით სამუშაოდ ლვოვსა და ბრიუსელში გადავლენ.
„ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები გულდასმით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომებს უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება გახლავთ პრიორიტეტი. ჩვენი თანამშრომლები გადავლენ ლვოვსა და ბრიუსელში. ამგვარად, ნატო-ს ოფისი უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს“, – აცხადებენ ალიანსის პრესსამსახურში.