ნათელა მაჭავარიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება
ნათელა მაჭავარიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ნათელა მაჭავარიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად ქორიძეს ჩაანაცვლებს.

„არანაირი შეთავაზება არ მქონია. რომც ყოფილიყო ეს შეთავაზება, ეს არ არის ჩემი შესაფერისი შეთავაზება. ჯერჯერობით არც კომისიის წევრობაზე ყოფილა შეთავაზება. წევრობაზე თუ იქნება, ვნახოთ“, – განაცხადა ნათელა მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, შეწყალების კომისია თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა დატოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაწყებულია.