ხატია მოისწრაფიშვილი - შეწყალების კომისია კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება
ხატია მოისწრაფიშვილი - შეწყალების კომისია კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება

პატიმართა შეწყალების კომისია კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, პრეზიდენტი უფლებამოსილია მსჯავრდებული პირდაპირი წესითაც შეიწყალოს. მან შეწყალების სამ აქტს ხელი უკვე მოაწერა.

„პრეზიდენტი უფლებამოსილია კომისიის არარსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმარი, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი, პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.