NASA-ს დღის ფოტო - უიშვიათესი წარმონაქმნი მზეზე
NASA-ს დღის ფოტო - უიშვიათესი წარმონაქმნი მზეზე

NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ დააფიქსირა ის, რაც მას მანამდე იშვიათად უნახავს: აქტივ რეგიონზე გარშემორტყმული ბნელი ფილამენტი. მზის ფილამენტები ჩვენი ვარსკვლავის თავზე მოტივტივე დამუხტულ ნაწილაკთა ღრუბლებია, რომლებსაც მზე მაგნიტური ძალებით იჭერს. როგორც წესი, ისინი წაგრძელებული და უსწორმასწოროა. წრიული ფილამენტი ამ დრომდე, მხოლოდ ერთხელაა დაფიქსირებული.

კაშკაშა აქტიური რეგიონის მარცხნივ მდებარე შავი ზონა კორონალური ხვრელია — მზის მაგნიტურად გახსნილი რეგიონი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაკვირვებას შეიძლება მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულება არ ჰქონდეს, მისი იშვიათობიდან გამომდინარე, მაინც ყურადღების ღირსია.

გადაღებულია 2017 წლის 29-31 ოქტომბერს, უკიდურეს ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში.

წყარო: nasa.gov