NASA-ს დღის ფოტო - იუპიტერის ქარიშხალი
NASA-ს დღის ფოტო - იუპიტერის ქარიშხალი

იუპიტერის ჩრდილოეთ ნახვერასფეროს მასიური, ძლიერი შტორმის ეს ფერებმომატებული ფოტო NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ გადაიღო გაზის გიგანტი პლანეტის თავზე მეცხრე გადაფრენისას.

სურათი გადაღებულია 2017 წლის 24 ოქტომბერს. გადაღების მომენტში, ხომალდი იუპიტერის ღრუბლების თავზე 10108 კმ სიმაღლეზე იმყოფებოდა.

ფოტოს სივრცული მასშტაბია 6,7 კმ/პიქსელი.

იუპიტერის ეს შტორმი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარე ღრუბლებთან ერთად. მუქი ღრუბლები ატმოსფეროში უფრო ღრმადაა განთავსებული, ვიდრე კაშკაშა.

შტორმის ზოგიერთ კაშკაშა „მკლავებში“ ჩანს უფრო პატარა ღრუბლები და ზოლები, რომელთაგან ზოგიერთი, სურათის მარჯვენა მხარეს წარმოქმნის ჩრდილებს. (მზის სინათლე მოდის მაცხნიდან).

კაშკაშა ღრუბლებისა და მათი ჩრდილების სიმაღლე და სიგანე 7-12 კმ-ში მერყეობს. სავარაუდოდ, ისინი შედგება ამიაკის კრისტალებისა და წყლის ყინულის ნაზავისგან.

JunoCam imager-ის მონაცემებიდან, ფოტო დაამუშავეს მოყვარულმა მეცნიერებმა — ჯერალდ ეიხშტადტმა და სინ დორანმა.

JunoCam-ის მიერ გადაღებული ნედლი ფოტოები ყველასათვის ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: nasa.gov