NASA-ს დღის ფოტო - 15 000 კმ-დან დანახული დედამიწა, 1967 წ.
NASA-ს დღის ფოტო - 15 000 კმ-დან დანახული დედამიწა, 1967 წ.

1967 წლის 9 ნოემბერს, უპილოტო ხომალდმა აპოლო 4-მა საცდელი ფრენა შეასრულა — დედამიწას ელიფსური წრე დაარტყა, გამოსცადა ტრანსლუნარული ძრავები და მაღალი სიჩქარე — ყველაფერი, რაც ეკიპაჟის მთვარემდე ჩასაყვანად და შემდეგ უკან, დედამიწაზე დასაბრუნებლად იყო საჭირო.

ფანჯარაში მოთავსებული 70 მმ კამერა ისე იყო დაპროგრამებული, რომ დედამიწისკენ ყოფილიყო მომართული და ფოტოების მთელი სერია გადაეღო.

სურათზე ჩანს ბრაზილიის სანაპიროს დასავლეთ არეალი, ატლანტის ოკეანე, დასავლეთ აფრიკა და ანტარქტიდა.

აპოლო 4-მა ეს ფოტო დედამიწის ორბიტაზე მოძრაობისას, 15 360 კმ მანძილიდან გადაიღო.

წყარო: nasa.gov