ნარიყალის ტერიტორიიდან ბოტანიკური ბაღის მიმართულებით ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. მომხდარის შედეგად, ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ინდოეთის მოქალაქეა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.