ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალისტი, იაპონელი ნაომი ოსაკა WTA-ს ლაივრეიტინგში პირველ საფეხურს იკავებს.
მან ფინალში გასვლით 1060 სარეიტინგო ქულა უკვე დააგროვა და ნაომის ანგარიშზე ახლა 6330 ქულაა. მეორე ადგილზე ასევე ავსტრალიის ღიას მეორე ფინალისტი ჩეხი პეტრა კვიტოვაა, რომლის ანგარიშზეც 6290ქულაა. მან ფინალში ასპარეზობისთვის 1290 სარეიტინგო ქულა აიღო. მესამე ჩოგანი კი რუმინელი სიმონა ჰალეპია, რომელსაც 5582ქულა აქვს.
ნაომი ოსაკასა და პეტრა კვიტოვა ფინალური დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ამ შეხვედრაში გამარჯვებული, ავსტრალიის ღიას დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ რეიტინგში, მსოფლიოს პირველი ჩოგანი იქნება.