ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ყაზანში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ნანა ძაგნიძემ ვალენტინა გუნინას თეთრი ფერის ფიგურებით 30-ე სვლაზე მოუგო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ალექსანდრა გორიაჩკინამ კი ანა მუზიჩუკთან ნახევარი ქულა დაკარგა და საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე 3,5 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ხვალ ძაგნიძე შავი ფერის ფიგურებით მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ალექსანდრა კოსტენიუკის წინააღმდეგ ითამაშებს.