ნანა ძაგნიძე ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა #1TVSPORT

11:14, 13.02.2023

საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშების ბოლოსწინა, მეათე ტურში ნანა ძაგნიძემ შავი ფერის ფიგურებით დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე, ჩინელი ტან ჟონგი.

10 ტურის შემდეგ ნანა ძაგნიძე 6 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

დღეს, ბოლო ტურში ნანა ძაგნიძე თეთრი ფერის ფიგურებით ინდოელ ჰარიკა დრონოვალს შეხვდება.

მსგავსი