ნადეჟდა სავჩენკო - როდესაც ხელისუფლებას არა ციხეში, არამედ ეშაფოტზე ოპოზიციასთან ერთად აიყვანენ, უკრაინა ხალხის მხოლოდ მაშინ გახდება
როდესაც ხელისუფლებას არა ციხეში, არამედ ეშაფოტზე ოპოზიციასთან ერთად აიყვანენ, უკრაინა ხალხის მხოლოდ მაშინ გახდება, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა.
სავჩენკოს თქმით, უკრაინაში არ არსებობს რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მომავლის იმედს დაუბრუნებს.
უკრაინელი დეპუტატი ფიქრობს, რომ „ამჟამინდელი ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ხელისუფლებაში უკვე იყო, ამჟამად რადას კორიდორებში დახეტიალობენ და ცდილობენ, რომ „საკვებ გობში“ კვლავ მოხვდნენ“.
სავჩენკო ამბობს, რომ მსგავსი გადაადგილებებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.