„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა ვახტანგ გომელაურის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნისას პროტესტის გამოხატვა მაგიდაზე ასვლით სცადა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა ამ დრომდე ვერ იწყება.

საკანონმდებლო ორგანოში გომელაურის  მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები. ამასთან, პროტესტის გამოხატვა მაგიდაზე ასვლით სცადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა. ოპოზიციონერი დეპუტატი მაგიდიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჩამოიყვანა.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.