„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვისკენ მოუწოდებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვისკენ მოუწოდებს

ქუთაისის მერიას „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის ავტოპარკის გაყიდვის იდეით მიმართავს.

როგორც ქუთაისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია უკლებამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისის მერიის ავტოპარკში 70 ავტომობილია, მათ შორის ექვსი მაღალი გამავლობის, ე.წ ჯიპის ტიპის ავტომობილია.

უკლებას ინფორმაციით, მერიის ავტოპარკის ტექნიკური შეკეთების მომსახურების და საწვავის ხარჯმა, წელიწადში 448 000 ლარი შეადგინა.

უკლება ქუთაისის მერს და მის მოადგილეებს მიმართავს ინიციატივით,  აღნიშნული თანხა სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებზე გადანაწილდეს, რადგან, მისი თქმით, სოციალური პრობლემები ქალაქში წლიდან წლამდე იმატებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.