ნაჩო სანჩეს ამორი - ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხეში
ნაჩო სანჩეს ამორი - ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხეში

ევროპარლამენტის წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი ნაჩო სანჩეს ამორი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.

როგორც ევროდეპუტატი წერს, ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხეში.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ქვეყანას პოლიტიკური ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, წარსული მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე, უგულავა კი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხის საკანში“, – წერს ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩეს ამორი.