ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვრობით ექვს ადამიანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა.
პირველ არხთან საუბარში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მათი ასაკი 9-დან 22 წლამდე მერყეობს.
დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, დღემდე კლინიკას უკვე 71 პაციენტმა მიმართა. მათგან 55 შემთხვევა რუჯს და ძლიერ სიცხეს უკავშირდებოდა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, შუადღეს მზეს მოერიდნონ, მით უმეტეს ახლა, როცა ქალაქში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება“, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში გუგა ქაშიბაძე.