მზის აქტივობის 11-წლიანი ციკლი შესაძლოა, მოსალოდნელზე ადრე დაიწყოს
18:27, 05.09.2018
რამდენიმე დღის წინ, მზეზე, AR 2720-ის სახელით ცნობილ მზარდ ლაქაზე უცნაური მოვლენა დაფიქსირდა.
ამჟამად ჩვენი დედავარსკვლავი მზის მინიმუმისკენ მიდის, რომელიც 2019 წელს დადგება, როცა მზე 24-ე ციკლიდან 25-ზე გადაერთვება.
მზე 11-წლიან ციკლებს განიცდის, რა დროსაც ჩვენი ვარსკვლავის აქტივობა პროგნოზირებადი მახასიათებლებით იზრდება და მცირდება. პირველი ასეთი ციკლი ჯერ კიდევ 1975 წელს შენიშნეს.
ტექნოლოგიებზე დამოკიდებული საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა მდგომარეობაშია მზე. მზის ამოფრქვევებს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს GPS-ები, ხელოვნური თანამგზავრები და კოსმოსში მყოფი ასტრონავტები.
მზის შტორმების დროს რადიაციის მაღალ დოზას იღებენ თვითმფრინავის მგზავრებიც კი, განსაკუთრებით პოლარული რეგიონებისა და ოკეანეების გადაკვეთისას. აღსანიშნავია ისიც, რომ 1859 წელს მზეზე მომხდარი ამოფრქვევა (კარინგტონის მოვლენა) დედამიწაზე დღეს ნამდვილ კატასტროფას გამოიწვევდა.
ამჟამინდელი 24-ე ციკლი ყველაზე საუკეთესოდ შესწავლილი პერიოდია მზის ასტრონომიაში.
23-დან 24-ში ციკლში გარდამავალი პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და სრული ბოლო საუკუნის განმავლობაში. 2008 წელს მზეზე დღეში 268 ახალი პატარა ლაქა ჩნდებოდა, 24-ე ციკლის დადგომისას კი ყველაფერი ჩაწყნარდა.
ახლა, როცა მზე 24-დან 25-ე ციკლში გადასვლის პერიოდში იმყოფება, დედამიწის მხარეს მოქცეულ ნაწილში დღეში 132 ლაქა შეინიშნება, რაც პროგნოზირებული ოდენობის მხოლოდ 55 პროცენტია.ზოგიერთი ასტრონომის აზრით, ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა 25-ე ციკლი საერთოდაც არ დადგეს.
მზის ლაქის აქტიური რეგიონის, AR 2720-ის ზრდამ 2018 წელს ყველანაირი ტენდენცია დაარღვია, შემდეგ კი მზის ირგვლივ შებრუნება დაიწყო და ჩვენი თვალთახედვიდან გაქრა. გაჩნდა კითხვაც — უკვე დადგა თუ არა 25-ე ციკლი?
მზე, როგორც გაზის უზარმაზარი ბურთი, ერთფეროვნად არ ბრუნავს. თავის ღერძს ის პოლუსების სიახლოვეს ყოველ 34 დღეში ერთხელ უვლის გარს, ეკვატორის გარშემო კი 25 დღეში ერთხელ.
ახალი ციკლის დაწყებას ორი ძირითადი ფაქტორი მიანიშნებს — ახალი ლაქების გამოჩენა მზის შედარებით მაღალ განედებზე და მზის მაგნიტური ველების გადანაცვლება.
პირველი ფაქტორის შემჩნევა შესაძლებელია თეთრ სინათლეზე დაკვირვებით მზის ციკლის დროს. პირველად ის 1861 წელს რიჩარდ კარინგტონმა გამოავლინა. მოგვიანებით ეს მოვლენა უფრო დეტალურად შეისწავლა გერმანელმა ასტრონომმა გუსტავ შპიორერმა.
1908 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა ჯორჯ ელერი ჰეილმა ტელესკოპის გამოყენებით, მზის ლაქების წყვილის ირგვლივ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მორევები შენიშნა. ამის შემდეგ, სპექტროგრაფით შესწავლისას ჰეილმა დაადგინა ე. წ. ციმენის ეფექტი, ანუ მზის ლაქების მაგნიტური ველები.
ჰეილმა აღმოაჩინა, რომ მზის ყოველი ციკლის დროს მისი მაგნიტური ველები გადანაცვლდება და ამას 22 წელი სჭირდება, რომელშიც ნახევარსფეროები იგივ ცილს უბრუნდებიან. ამ მოვლენას ჰეილის ციკლი უწოდეს.
მზეზე ამჟამად მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ერთი რამ აშკარად ცხადია — ეს ობიექტი მართლაც მომაჯადოებელია და კვლევებთან ერთად, სიურპრიზებიც არ წყდება.