მწერალი ნინო გუგეშაშვილი - რუსეთის ჯარის შემომყვანები რუსული ბაზების გამყვანს მოღალატეს ეძახიან
მწერალი ნინო გუგეშაშვილი - რუსეთის ჯარის შემომყვანები რუსული ბაზების გამყვანს მოღალატეს ეძახიან

რუსეთის ჯარის შემომყვანები რუსული ბაზების გამყვანს მოღალატეს ეძახიან, ამის შესახებ მწერალი ნინო გუგეშაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

გუგეშაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ წერს:

„რუსეთის ჯარის შემომყვანები რუსული ბაზების გამყვანს ეძახიან მოღალატეს და რენეგატს; წითელი მამების და ბაბუების წითლად გზაგაკვალული და წითლად კარიერამოწყობილი ნაშიერები წითლებისგან დევნილი ქართული ემიგრაციის ერთ-ერთ საუკეთესო შვილს საბჭოთა გადმონაშთს და რუსეთუმეს უწოდებენ;

„კაგებეს“ სკოლაგამოვლილი „კაგებეს“ თანამშრომლები საფრანგეთის და ამერიკის უნივეერსიტეტებგამოვლილ ევროპელ დიპლომატს რუსეთის აგენტს ეძახიან;

25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს მოსკოვში აცეკვებული ბალერინის პატრონები ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საუკეთესო მოღვაწეებს განიკითხავენ;

ჟურნალისტებთან „ზაებალი, ბლინ“-ით, “ფუ, ესენი როგორ მეზიზღებიან“-ით და „შენ კიდე აქა ხარ, ქალო“-თი მიმართვების პატრონებს, ტელევიზიებში სპეცნაზით შევარდნილებს, ალისტრახოს ჯიშის გამომყვანებს და სატელიტური ანტენების დამყადაღებლებს “ტვინი გაანძრიეთ ჟურნალისტებმა” მოსჭრათ ყური;

რომელი ერთი – ყველაფერი ნათქვამია,

ზაალ ბარათაშვილის არ იყოს – გაგონილა, ვეჟო?!

ლაფანყურის მომწყობები, პანკისში პირღია საფლავების მომწყობები და ქისტ დედებთან შვილების გვამებით მოვაჭრეები ახლა მაჩალიკაშვილით სპეკულირებენ;

კოდორის, მამისონის და ახალგორის გამჩუქებლები ახლა მავთულხლართებთან პროვოკატორობენ
რომელი ერთი უნდა გაიხსენო?

ნეტა კი რამე დამვიწყებოდა, ყველაფერი მახსოვს.

ან ვინ გაცდის დავიწყებას – ერთი წამით, ერთი წუთით არ უცდიათ შეჩერება, შეცვლა, დაფიქრება, მონანიება.
სულ ტყუილი, უტიფრობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება ისევ და ისევ, მათი ხმები ტრავმებად მესმის, სირცხვილად, 21-ე საუკუნის ბოროტებად.

კარგია, რომ მგლის დაფანტული ხროვასავით შეიკრიბნენ ისევ, ერთად ყმუიან თავისი საველე მეთაური მიშათი დაწყებული – თავისივე “ჟურნალისტებად” და “სამოქალაქო სექტორად” წოდებული სპეცრაზმებით დამთავრებული, დარაზმულები უტევენ ყველა ფრონტს – არჩევნებს, დამარცხების შემდეგ არეულობებს, ლეგიტიმაციის საკითხიც მოიმზადეს, ჯარის გახლეჩაზეც მუშაობენ, ეთნიკურ უმცირესობებზეც, სიბინძურე სიბინძურეზე და ტყუილი ტყუილზე ასკდებათ – ხან ჰააგა შემოასკდათ საპნის ბუშტივით, ხან “ომი საქართველომ დაიწყო”, ხან “პოლიციამ სარალიძის დედა გადაჯეგა“, ხან 5-5 კილო ხახვი და კარტოფილი, ახლა “ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავეეენ“…

კარგია, გამოჩნდით, გამოყავით სისხლიანი კბილები და გაუღიმეთ “ღიმილიან საქართველოს” – ჩვენც მოგვიხდება და ჩვენს მთავრობასაც. გაგვახსენეთ თავი მთელი თქვენი “ბრწყინვალებით”. მე ისედაც ყველაფერი მახსოვს, რა დამავიწყებს“,- წერს გუგეშაშვილი.