მწერალი ნინო გუგეშაშვილი - ერთ ცნობილ ვიდეოს დავდებ ნიმუშად, სადაც ასევე იმედებზე, ოცნებებსა და სახლის შენებაზე მღერიან, ესენი რატომ ვერ აიგდო თბილისმა, საინტერესოა
მწერალი ნინო გუგეშაშვილი - ერთ ცნობილ ვიდეოს დავდებ ნიმუშად, სადაც ასევე იმედებზე, ოცნებებსა და სახლის შენებაზე მღერიან, ესენი რატომ ვერ აიგდო თბილისმა, საინტერესოა

ფეისბუქმომხარებელი, მწერალი ნინო გუგეშაშვილი ქართველი მომღერლების ნაწილის მიერ ჩაწერილ კლიპს ეხმაურება. იმ კლიპთან დაკავშირებით, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ცინიკური შეფასებები მოჰყვა, გუგეშაშვილი კიდევ ერთ მსგავს ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც „ვარდების რევოლუციის ჰიმნი“ ჰქვია და წერს:

„მოკლედ, მთელმა ქვეყანამ „ჭამა“ ეს კლიპი. ჩიტი ბრდღვნად არ ღირს, ერთ სტრიქონსაც არ დავწერდი, რომ არა სულ სხვა მიზეზი: თავისი იერით და ჩვენი გამოცდილებით, ერთი შეხედვით ძალიან გავდა სამთავრობო კლიპს, დაფინანსებულს. ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც გადაუარეს, თორემ ამაზე დიდი სისულელეებიც მიგვიღია, ზოგჯერ ქება-დიდებითაც, ბიუჯეტიდან ასიათასიანი დაფინანსებითაც, პომპეზური პრეზენტაციებითაც. გადაუარა ყველამ: ჯერ – ნაცებმა და მათმა ინტელექტუალებმა, იქ ქარსელაძე დაინახეს, იქ ეკლესია, ზოგი ვერ იცნეს, არც ვინმე ძაან ბლატნოი მონაწილეობდა, ვისაც ვერ გაუბედავდნენ, არც მათი ნომენკლატურის ბიჭები, არც კოლორიტების შვილიშვილები, არც უბნის ყოჩი თბილისელი, არც მათი ნაცნობი რეჟისორი, თავისი ტკბილი დროებაც დაენანათ კიდევ ერთხელ – მოკლედ გზა ხსნილი იყო, გააცამტვერეს.

მერე – ხსნილი გახდა მათთან მუდმივი პრანჭვით დაღლილი ვითომ ნეიტრალური ინტელექტუალებისთვის, რომლებიც სულ იმის შიშში არიან, რომ გოიმი არავინ დაარქვას და მოწინავეთა ეშელონს არ ჩამორჩნენ, „ბეზ პონტა“ არ დარჩნენ. შემდეგ – ზოგმა სრულიად სამართლიანი აღშფოთებით გადაუარა, მაგრამ რომ დაფიქრდა, გადაიფიქრა. არადა, საწყალი მომღერლები ვერ მიხვდნენ, რა დააშავეს, თავიანთი ჯიბიდან, თავიანთი ოთახიდან ჩაწერეს რაღაც მუსიკალური აბდაუბდა ქართული აბდაუბდების ტრადიციულ სტილში, რასაც ვისმენ, რაც თავი მახსოვს, რისთვისაც სხვებს აქებენ და ჯილდოებს აძლევენ, რაზეც ექვსნიშნა თანხებს გამოყოფდნენ ხოლმე სხვადასხვა ხელისუფლებების სისულელეების და ზოგჯერ ბოროტების მხარდასაჭერადაც, ამათაც შეაქებდნენ სხვა დროს და სხვა კონტექსტში, თუ შექებაზე იქნებოდა ხსნილი მთავარი დამბულინგებლებისგან. თუ იცნობთ ვინმე, გადაეცით, რომ არ ინერვიულონ, მოსალოცად აქვთ საქმე, „აჭამეს“ მთელ ქვეყანას – შეხედავ, ოთახიდან გაუსვლელად დამონტაჟებული რაღაც ვიდეოა, არადა ყველას იმ მაღალბიუჯეტიანი „გრანდიოზული“ პროექტების გაგრძელება ეგონა – გუშინ ყველა ტელევიზია და ყველა საიტი მაგათ კლიპს ატრიალებდა, არც იმ ბიჭმა ინერვიულოს, თუ მართლა გულის შეტევა დაემართა, რა აქვს სანერვიულო, ერთ დღეში გაიცნო ქვეყანამ, ამაზე ოცნებობენ.

P.S. ერთ ცნობილ ვიდეოს დავდებ ნიმუშად პირველ კომენტრაში, სადაც ასევე იმედებზე, ოცნებებზე და სახლის შენებაზე მღერიან, “საუკეთესო” ქართული ჰიმნების სტილში. ესენი რატომ ვერ აიგდო თბილისმა, საინტერესოა. ან სხვა “ჰიმნების” შემქმნელები. მეტიც, ზოგს რაღაც დარგები ჩააბარა კულტურაში თუ სხვა ამბებში. ზოგს ძეგლი დაუდგა, ზოგს ცოცხალი კლასიკოსი უწოდა. სერიოზულად დავფიქრდეთ ამ სისულელეზე, არ ჯობია? კიდევ ერთს ვიტყვი – “არ ვიცოდი, რაში ვმონაწილეობდი და რომ ვნახე, არც მე მომეწონა”, – ასეთ ადამიანებს ნურც მეტს მოვთხოვთ და ნურც თანამდებობებს ჩავაბარებთ. მოკლედ, დასაფიქრებელი კიდევ ბევრია“,- წერს ნინო გუგეშაშვილი.