მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს
მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს, ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს.

ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან ბაირამის დღეს მამაკაცები მზის ამოსვლამდე ლოცულობენ. საზეიმო ლოცვა თბილისის მეჩეთში 06:00 საათზე დაიწყო.

ყურბან ბაირამის შემადგენელი რიტუალია საკლავის დაკვლა. ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.

„ყურბან-ბაირამი როგორც ეროვნული, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების მხრივ, არის უმნიშვნელოვანესი მუსლიმურ სამყაროში. ეს ერთ-ერთი გზაა ღმერთთან დაახლოების, ადამიანებთან თანაზიარების. მთელ საქართველოში სრულდება ლოცვა. ლოცვის შემდეგ დაიწყება მსხვერპლშეწირვა, ცხოველების დაკვლა. შემდეგ აღნიშნული ხორცი დაურიგდება გაჭირვებულ ოჯახებს. ეს არის ერთი მხრივ სოციალური თანადგომა. დღეს სადღაც 8000 ოჯახს დავეხმარებით ხორცით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო მუსლიმებს ვულოცავ ამ უძვირფასეს დღესასწაულს“, – აცხადებს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი.

მუსლიმთა უდიდესი დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება.