მუსიკის სფეროსა და კულტურის ჟურნალისტიკის სფეროთი დაინტერესებული ქართველი სპეციალისტებისთვის ბრიტანელმა ექსპერტმა ვორქშოპი ჩაატარა
მუსიკის სფეროსა და კულტურის ჟურნალისტიკის სფეროთი დაინტერესებული ქართველი სპეციალისტებისთვის ბრიტანელმა ექსპერტმა ვორქშოპი ჩაატარა

მუსიკის სფეროსა და კულტურის ჟურნალისტიკის სფეროთი დაინტერესებული ქართველი სპეციალისტებისთვის ბრიტანელმა ექსპერტმა, ქრის კუკმა თბილისში ვორქშოპი ჩაატარა.

ქრის კუკი საქართველოში საავტორო უფლებების დაცვისა და მუსიკალური პროდუქციის ლიცენზირების შესახებ ბრიტანული გამოცდილების გასაცნობად და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა.

ჟურნალისტი, რედაქტორი და მეწარმე ბრიტანეთის საბჭომ პროგრამა „სელექტორ პროს“ (Selector PRO) ფარგლებში სპეციალურად მოიწვია.

ქრის კუკის ვორქშოპი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ვორქშოპის მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს, უკეთ გაიგონ და მართონ მუსიკალური ბიზნესი საქართველოში.