არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვა 15:00 საათზე განახლდება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვა 15:00 საათზე განახლდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასმართლოში 15:00 საათამდე გადაიდო.

დღეს დაცვის მხარემ სასამართლოში ექსპერტიზის შედეგები წარადგინა, ბრალდების მხარემ კი 54-გვერდიანი დასკვნის გასაცნობად დრო მოითხოვა და სხდომა 15:00 საათამდე გადაიდო.

როგორც ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა განაცხადა, საქმის დეტალებზე ინფორმაციას ვერ გასცემს, ვინაიდან გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული.

გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დადებული, ამას გარდა, დაკითხვამდე ვერანაირ ინფორმაციას გავცემ დასკვნასთან დაკავშირებით. ვერც დაკითხვის შემდეგ გეტყვით რამეს, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი.
რამდენად მნიშვნელოვანი დასკვნაა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო, ის ფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად. პროფესიულად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. ტანსაცმელი და საქმის მასალები გამოვიკვლიეთ“, – განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.