მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი დევნილების საცხოვრებელ შენობაში გაჩნდა. შენობაში 36 ოჯახი ცხოვრობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, ცაბაძის ქუჩაზე იწვის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და გადახურვა.
დამწვარია 150 კვ. მ. ფართი. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.