მშენებარე სასტუმროს სარდაფში, რომლის მფლობელი „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი მუსა დემბელეა, განძი აღმოაჩინეს, – იტყობინება The Sun.
მეცნიერებმა ნაპოვნი ნივთები ერთ მილიონ ფუნტად შეაფასეს.
ფეხბურთელმა მშენებლობის დაწყების წინ, არქეოლოგებს რამდენიმე ასეული წლის წინ აგებული შენობის შესწავლა შესთავაზა. სპეციალისტებმა იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს ფაიფურის, შუშისა და კერამიკის ნაკეთობები, რომლებიც მე-18 საუკუნით თარიღდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპონატების ნაწილს მომავალი სასტუმროს ვესტიბიულში გამოფენენ, დანარჩენს კი, ლონდონის მუზეუმში გაგზავნიან.