მუსა დემბელე „ტოტენჰემს“ ტოვებს
მუსა დემბელე „ტოტენჰემს“ ტოვებს

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველი მუსა დემბელე გუნდთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს. 31 წლის ბელგიელსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

პრესაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დემბელეს საკუთარ რიგებში ხილვა სერია ა-ს ორ გუნდს „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ სურთ. სწორედ მათ შორის გაიმართება ბრძოლა ფეხბურთელისთვის. Transfermarkt-ის მონაცემებით, ბელგიელის ფასი ამ ეტაპზე 18 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონზე დემბელემ „ტოტენჰემში“ 13 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია. ლონდონურ კლუბში ის 2012 წლიდან თამაშობს.