„ატლეტიკომ“ დემბელე დაიმატა
„ატლეტიკომ“ დემბელე დაიმატა

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერმა „ლიონმა“ გამოაცხადა მადრიდის „ატლეტიკოში“ ფორვარდ მუსა დემბელეს გადასვლის შესახებ. ფეხბურთელი დიეგო სიმეონეს გუნდში იჯარით წესით ითამაშებს.

გარიგების ღირებულება 1.5 მილიონი ევროა. „ატლეტიკოს“ შეეძლება ზაფხულში დემბელეს 33.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვა.

მუსა დემბელემ მადრიდელთა რიგებში დიეგო კოშტა უნდა შეცვალოს, რომელმაც გაწყვიტა კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“.

დემბელე „ლიონში“ 2018 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ლიგა 1-ში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.