მულტიმედია განათლების ცენტრში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
მულტიმედია განათლების ცენტრში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. მედია ექსპერტებმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და ჟურნალისტებმა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
მენტორებმა გამოსვლისას ქართული მედიის გამოწვევებზეც ისაუბრეს. გამომსვლელებმა მთავარ პრობლემად რუსული პროპაგანდა, ასევე ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების სასამართლოში დავები და ფინანსური კრიზისი დაასახელეს, რომელიც მათი თქმით, საბოლოოდ დიდ გავლენას ახდენს მედიასაშუალების დამოუკიდებლობაზე.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პოლიტელიტა დასახელდა, რომელიც მენტორების თქმით, ცდილობს გარკვეული მედიასაშუალებებზე გავლენა მოხდენას.
გამოსვლისას გაიხსენეს მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეპორტიორები, მათ შორის ქართველი ჟურნალისტები. დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის ყოველწლიურ კონკურსზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.