მულტიმედია განათლების ცენტრში საქართველოში მცხოვრებ ქალებზე დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება [ვიდეო]
მულტიმედია განათლების ცენტრში საქართველოში მცხოვრებ ქალებზე დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება [ვიდეო]

მულტიმედია განათლების ცენტრისა და კომპანია „საქდოკ ფილმის” ორგანიზებით 28 მარტს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება.

ფილმების სერია „16 ქალი ცვლილებისთვის” ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და აერთიანებს ახალგაზრდა დოკუმენტალისტი ქალების 16 ფილმს საქართველოში მცხოვრებ ქალებზე.

ფილმების გადაღება გასული წლის მაისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა. ამ დროის განმავლობაში მულტიმედია განათლების ცენტრი და „საქდოკ ფილმი” მონაწილეებს ეხმარებოდნენ გადაეღოთ 10 წუთამდე ხანგრძლივობის დოკუმენტური ფილმები.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებამდე სოციალურ ქსელში ფილმების შესახებ ვიდეორგოლი გავრცელდა.