„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს მუხიანის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.