მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები დილიდან იკრიბებიან. ისინი აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებენ და რუსულ აგრესიაზე საუბრობენ, რომელმაც მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე შეიწირა.

დაღუპულების მშობლები ამბობენ, რომ ისინი ამაყები არიან შვილების გამო, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობას შესწირეს.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებიან რუსული საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებიც.

მართლმადიდებლი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან და ტრადიციის მიხედვით, პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.