მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.

ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებს საფლავებზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

დღეს დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოებზეც.

ამასთან, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 20:00 საათამდე უფასო ავტობუსები დღესაც იმოძრავებენ.

თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

დატოვე კომენტარი