მუჟავასა და ჭალეს მოსახლეობამ საავტომობილო გზისა და ხიდების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების, მუჟავასა და ჭალეს მოსახლეობამ საავტომობილო გზისა და ხიდების რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფლის ცენტრში აქცია გამართა.
ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა. გუბერნატორი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ უახლოეს პერიოდში მუჟავას საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება.
ორივე სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გზის რეაბილიტაცია არ დაიწყება, აქციებს გააგრძელებენ და არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.