მწვანე კონცხი შავ ზღვას თანამედროვე საბაგიროთი დაუკავშირდება - კურორტზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი შენდება
მწვანე კონცხი შავ ზღვას თანამედროვე საბაგიროთი დაუკავშირდება, – ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ავრცელებს. ფონდი მწვანე კონცხზე ხუთვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს. პროექტი უპრეცედენტოა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს, კომპლექსი მოიცავს ყველა იმ ატრიბუტს, რაც ახასიათებს უმაღლესი დონის საერთაშორისო სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს.
25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. როგროც ინფორმაციაშია აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია, „დოპელმაიერის“ მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცუარაო აუზი.
სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს, სხვადასხვა კატეგორიის 250-მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი. ამას გარდა სასტუმრო უმასპინძლებს ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო კონფერენციას.
სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება, რაც თავის მხრივ ინტენსიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ შეიძინა საბაზრო ფასად, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების.