მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა [ვიდეო]
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. გოთუას ქუჩასთან მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.