მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა [ფოტო, ვიდეო]
მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა. კომპანია „სტრატოლანჩ სისტემს მოუდელ 351-ის“ მიერ შექმნილმა თვითმფრინავმა პირველი ფრენა კალიფორნიაში მოჰავეს უდაბნოს თავზე შეასრულა.
თვითმფრინავს ექვსი ძრავა და ორი ფიუზელაჟი გააჩნია.
კომპანია „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელ პოლ ალენს მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2011 წელს გაუჩნდა. თვითმფრინავმა კოსმოსურ ორბიტაზე თანამგზავრები უნდა გაიყვანოს. ჩანაფიქრის თანახმად, რაკეტა ორ ფიუზელაჟს შორის მდებარე მოედანზე უნდა განთავსდეს.
გიგანტური თვითმფრინავის გაშლილი ფრთების სიგრძე 117 მეტრია, მისი სიმაღლე 15 მეტრს შეადგენს. თვითმფრინავი 226 ტონას იწონის.
თვითმფრინავის პირველი ფრენა ორ საათ-ნახევარს გაგრძელდა, რა დროსაც მან 304 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითარა, აფრინდა ხუთი კილომეტრის სიმაღლეზე და მანევრების სერია შეასრულა.