მსოფლიოში ერთ-ერთმა უძველესმა ავიაკომპანია „ავიანკამ“ კორონავირუსის ეპიდემიის გამო თავი გაკოტრებულად გამოაცხადა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უძველესმა ავიაკომპანია „ავიანკამ“ კორონავირუსის ეპიდემიის გამო თავი გაკოტრებულად გამოაცხადა

მსოფლიოში მეორე უძველესმა ავიაკომპანიამ, კოლუმბიურმა „ავიანკამ“ კორონავირუსის ეპიდემიის გამო თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

ავიაკომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაკოტრების შესახებ განაცხადის წარდგენა ეპიდემიის დროს „ოპერაციების დაცვის და შენარჩუნების“ განზრახვით მოხდა.

განცხადების თანახმად, „ავიანკას“ 21 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული მთელ ლათინურ ამერიკაში.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ქვეყნების თითქმის 90 პროცენტში, სადაც კომპანია მუშაობს, მოგზაურობის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვები მოქმედებს.

„ავიანკას“ აღმასრულებელი დირექტორის, ანკო ვან დერ ვერფის განცხადებით, არსებობის 100 წლის განმავლობაში, ავიაკომპანია ყველაზე დიდი კრიზისული გამოწვევის წინაშეა.