მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 402 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 402 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 5.77 მილიონზე მეტი ადამიანი მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 332 592 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 005 ადამიანი კი დაიღუპა.
ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-შია, სადაც პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების 76 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 902 ათასზე მეტი კი დაიღუპა. ინფიცირებისა და მსხვერპლის მაღალი მაჩვენებლები აქვთ ინდოეთსა და ბრაზილიას.