მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3,7 მილიონს აჭარბებს. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
„კოვიდ -19“-ის პანდემიას 263 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1,2 მილიონზე მეტი.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია აშშ-ში, ესპანეთში, იტალიაში, დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
ვირუსის გავრცელების ტემპი ამჟამად ყველაზე მაღალია რუსეთსა და ბრაზილიაში.
ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ბოლო 24 საათში ვირუსის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.