მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3,7 მილიონს აჭარბებს
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3,7 მილიონს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3,7 მილიონს აჭარბებს. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

„კოვიდ -19“-ის პანდემიას 263 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1,2 მილიონზე მეტი.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია აშშ-ში, ესპანეთში, იტალიაში, დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

ვირუსის გავრცელების ტემპი ამჟამად ყველაზე მაღალია რუსეთსა და ბრაზილიაში.

ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ბოლო 24 საათში ვირუსის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.