მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
პანდემიის პერიოდში გლობალური მასშტაბით ვირუსით გამოწვეულ დაავადება „კოვიდ-19“-ს 943 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირებულთა რიცხვის მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსი 6,6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო მესამე ბრაზილია.