მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა

03:20, 18.09.2020

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

პანდემიის პერიოდში გლობალური მასშტაბით ვირუსით გამოწვეულ დაავადება „კოვიდ-19“-ს 943 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა რიცხვის მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსი 6,6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო მესამე ბრაზილია.

მსგავსი