მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 70 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 70 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით 70 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, მსოფლიო პანდემიის დაწყების შემდეგ 200-მდე ქვეყანასა და ტერიტორიაზე „კოვიდ-19“-ს 1 589 964 ადამიანი ემსხვერპლა, 45 მილიონზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევებითა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“-ით დღემდე  15 746 026 ადამიანი დაინფიცირდა, 293 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ცხრა მილიონს აჭარბებს ინდოეთში, ექვს მილიონს კი, ბრაზილიაში.