გაეროს, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა სინგაპურია.
Bloomberg-ის გრადაცია 1 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს ანიჭებს ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის რისკების მაჩვენებლებს.
თითოეული ქვეყანის ადგილი გამოანგარიშებულია ჯანმრთელობის მაჩვენებელს ჯანმრთელობის რისკის გამოკლების შედეგად.
ჯანმრთელობის მაჩვენებელი ეფუძნება ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა მაგალითად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და სიკვდილის მიზეზები, ჯანმრთელობის რისკები კი ისეთ ფაქტორებს, რომელთაც ჯანმრთელობის შერყევა შეუძლია, მაგალითად ახალგაზრდა მწეველთა პროპორცია, ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლისა და იმუნიზაციის მქონე ადამიანთა რაოდენობა.
საერთო ჯამში, ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების ჩამონათვალში სინგაპურმა 89.45% მიიღო, მეორე ადგილზეა იტალია 89.07%-ით, მესამეზე კი ავსტრალია 88.33%-ით.
სიაში ევროპისა და აზიის ქვეყნები დომინირებენ. მეექვსე ადგილზეა ისრაელი, ერთადერთი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთიდან, რომელიც ათეულში მოხვდა. ათეულში საერთოდ ვერ მოხვდნენ ჩრდილოეთ ამერიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები.
ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები მსოფლიოში:
1. სინგაპური
2. იტალია
3. ავსტრალია
4. შვეიცარია
5. იაპონია
6. ისრაელი
7. ესპანეთი
8. ნიდერლანდები
9. შვედეთი
10. გერმანია
ყველაზე არაჯანმრთელი ქვეყნები მსოფლიოში:
1. სვაზილენდი
2. ლესოთო
3. კონგოს დემოკრატიული რესპუბლილა
4. ჩადი
5. მოზამბიკი
6. ბურუნდი
7. მალავი
8. ანგოლა
9. უგანდა
10. კამერუნი
წყარო: The Independent