ქალთა კლასიფიკაციის ლიდერმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და მოულოდნელად, მსოფლიოს მე-15 ჩოგანთან, ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან დამარცხდა. მასპინძელმა საათსა და 28 წუთში ორ სეტში მოუგო – 6:4, 6:4.
ბარტიმ, პირველ რიგში, ჰალეპს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციაში აჯობა. რუმინელმა 11 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოიყენა, ავსტრალიელს კი შვიდიდან ოთხი რეალიზებული ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. გარდა ამისა, ჰალეპმა ძალიან ცუდად ითამაშა პირველ მოწოდებაზე, რომელზეც ქულების მხოლოდ 57 პროცენტი აიღო.