საქართველოს ძიუდოსიტთა ნაკრების წევრის – ამირან პაპინაშვილის მიერ, ბულგარელ – იანისლავ გარჩიევთან შესრულებული იპონი IJF-მა გამოარჩია.
ბაქოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ტურნირის ათი საუკეთესო გდება შეარჩია, რომელთა შორისაც -ქართველი ბრინჯაოსმედალოსანის მიერ შესრულებულმა გდებამ, მეექვსე პოზიცია დაიკავა.
პაპინაშვილისა და გარჩიევის დაპირისპირება, ბაქოს ტანვარჯიშის დარბაზში, მიმდინარე წლის მთავარ ტურნირზე, პირველსავე დღეს შედგა. 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის მერვედფინალში გადასასვლელ შეხევდრაში, გამოცდილმა ქართველმა სპორტსმენმა, გარჩიევი წუთნახევარში დააიპონა.
საბოლოოდ პაპინაშვილი ნახევარფინალში, რუსეთის სახელით მოასპარეზე – რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა, ამის შემდეგ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მასპინძელ – კარამატ ჰუსეინოვს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
პაპინაშვილის გარდა ტოპ ათში მოხვდა, ასევე ბრინჯაოსმედალოსანი – ვანო რევაზიშვილი, რომელიც თურქეთის ნაკრების წევრია. მეოთხედფინალში ვანოს, იგივე ვედატ ალბაირაქის მიერ, გერმანელ – ალექსანდერ ვიეცზერზაკტან შერულებულმა გდებამ, ირაკლი უზნაძის (თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) შეგირდს, ათეულში მესამე პოზიცია მოუტანა.
რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო იპონს – მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანომ, იაპონელი – უტა აბეს მერ ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვება გამოარჩია. ტურნირის მეორე დღეს, ქალთა შორის 52 – კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, მომავალმა ჩემპიონმა, ფრანგი – ამანდინე ბუშარის მტკივნეულ ილეთზე დაჭეერა სტარტზევე სცადა, რამაც შედეგი მალევე მოუტანა.
შეგახსენენებთ რომ ეს დღე მსოფლიოს ძიუდოს ისტორიაში შევიდა – 21 სექტემბერს, უტა აბეს გაჩემპიონებიდან რამდენიმე წუთში, მამაკაცთა შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტული მისმა ძმამ – ჰიფუმი აბემ მოიპოვა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.